ჩემო ძვირფასო მარნეულელებო, მოგვიანებით გილოცავთ წმინდა რამაზანის თვის დასრულებას, ამ დღეებში ჩვენ, მუსლიმებმა, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ერთობისა და მეგობრობის ფასი - მარნეულის მერი

მარნეულის მერი

 „ჩემო ძვირფასო მარნეულელებო, მოგვიანებით გილოცავთ წმინდა რამაზანის თვის დასრულებას. ამ დღეებში, ჩვენ მუსლიმებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ერთობისა და მეგობრობის ფასი“, - წერს სოციალურ ქსელში მარნეულის მუნიცაპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი.

„წლევანდელი დღესასწაულები დაემთხვა ქვეყნისთვის მძიმე დღეებს. ქართველ დებთან და ძმებთან ერთად ვიგლოვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.

როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვენელი პირი და რიგითი მარნეულელი მადლობას გიხდით  გაგების და თანადგომისთვის, რაც ამ პერიოდში გამოავლინეთ.

ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და ერთიანობა მყარ საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ეს ღირებულებები გვაძლევს ძალას, ერთად გადავლახოთ სირთულეები და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე.

ასევე, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის დღესასწაულს. მინდა თითოეულ თქვენგანს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა!“  - წერს მარნეულის მუნიცაპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი.