ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად, სეზონურად, შესაბამის რეკომენდაციას გასცემს და მოქალაქეებს აფრთხილებს მოსალოდნელი რისკებისა და შემთხვევების შესახებ, რომელიც უკავშირდება ვირუსებს, ტემპერატურის ცვლილებას თუ სხვა პათოლოგიებს.
NCDC-ის ინფორმაციით, ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.
პაპანაქება სიცხეში თქვენს ორგანიზმს სითხე ესაჭიროება. ის ამის შესახებ სიგნალს მოგცემთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ გაუწყლოვნება თავიდან აირიდოთ. თუმცა ზოგიერთი ორგანიზაცია ცხელ ამინდში სითხის მიღებას გირჩევთ მანამ, სანამ ჯერ კიდევ მოგწყურდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცადეთ სითხე დროულად დალიოთ. კარგი იქნება, თუ სავსე ბოთლი ყოველთვის თან გექნებათ. მაგალითად, როდესაც ძაღლის გასეირნებას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ წყლის წაღება არა მარტო თქვენთვის, არამედ - თქვენი შინაური ცხოველისთვისაც.
არსებობს რამდენიმე მდგომარეობა, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სიცხესთან და დაუყოვნებლივ დახმარებას საჭიროებს. ეს არის სითბური გამოფიტვა და სითბური დარტყმა. ორივე შემთხვევაში, ორგანიზმს არ შეუძლია ეფექტიანად გაგრილდეს, ის გადახურდება და ჩნდება გარკვეული სიმპტომები.
სითბური გამოფიტვის სიმპტომებია:
- თავის ტკივილი;
- არასტაბილურობის შეგრძნება და ცნობიერების მცირე დაბნეულობა;
- უმადობა;
- საერთო სისუსტე;
- ძლიერი ოფლიანობა და კანის სიფერმკრთალე;
- ზედა და ქვედა კიდურების კუნთების სპაზმი;
- მუცლის სპაზმი, გულისრევა, ღებინება, დიარეა;
- გახშირებული სუნთქვა ან გულის აჩქარება;
- ტემპერატურა - 38 ° C ან მეტი;
- წყურვილის ძლიერი შეგრძნება.
თუ ასეთი სიმპტომები აღგენიშნებათ, უნდა გადახვიდეთ გრილ ადგილზე, დაწვეთ, ფეხები ასწიოთ და რაც შეიძლება ბევრი სითხე მიიღოთ. შეგიძლიათ ქსოვილში გახვეული ყინული კისერზე და იღლიებში ამოიდოთ. ასევე შეგიძლიათ წყალი ისხუროთ და გვერდით ვენტილატორი დაიდგათ, რათა წყალი აორთქლდეს და გაგრილების პროცესი დაიწყოს. სიცხის დამწევი საშუალებები ამ სიტუაციაში ეფექტიანი არ არის.
თუ სითბური გამოფიტვა პროგრესირებას განაგრძობს, ის გადაიქცევა სითბურ დარტყმად, რაც უფრო ინტენსიურ თერაპიას მოითხოვს. ამიტომაც თუ სითბურ გამოფიტვასთან გამკლავება ნახევარი საათის განმავლობაში ვერ მოახერხეთ, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. თუმცა სითბური დარტყმის სიმპტომები შეიძლება მოულოდნელად გამოვლინდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც:
- ადამიანი არ ოფლიანობს (თუ სითბური დარტყმა ფიზიკური დატვირთვის ფონზე არ მოხდა)
- მისი სხეულის ტემპერატურა 40 ° C ან მეტია;
- ადამიანი სწრაფად სუნთქავს;
- ის დეზორიენტირებულია;
- მას კრუნჩხვები დაეწყო;
- პაციენტმა გონი დაკარგა.
ზაფხულში ტანსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი და თავისუფალი. ოთახის მზიან მხარეს ფარდები ჩამოაფარეთ. თუ შენობაში უფრო გრილა, ვიდრე - გარეთ, ფანჯრები არ გააღოთ. რაღაც მომენტში შეიძლება სუნთქვა გაგიჭირდეთ, ამიტომაც გააკეთეთ ორპირი, რომ არ გადახურდეთ. თავიდან აიცილეთ ყველა ის ქმედება, რაც ტემპერატურას ზრდის. მაგალითად, გაზქურასა და ღუმელთან ნაკლები იტრიალეთ, ჭამეთ ნაკლებად ცხელი და მსუყე საკვები, მოერიდეთ ვარჯიშს (და თუ ნამდვილად გსურთ ფიზიკური დატვირთვა, ეს დღის უფრო გრილ მონაკვეთში გააკეთეთ).
ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ კი ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს:
თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს.
- მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას;
- გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო;
- ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად);. ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში;
- გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;
- თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;
- არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ;
დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.