ბორჯომში ცენტრალურ ქუჩებზე გარე განათების მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი ოჯახები გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ

ბორჯომში ცენტრალურ ქუჩებზე გარე განათების მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება!

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნვას აქტიურად აგრძელებს.

უკვე გამოცხადდა ტენდერი, რომლის ფარგლებშიც სრულად რეაბილიტირდება ცენტრალური გზის მიმდებარედ არსებული გარე განათების ქსელი. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათებები  ქალაქს ღამის საათებში კიდევ უფრო ლამაზს და რაც მთავარია, უსაფრთხოს გახდის როგორც ქვეითებისთვის, ისე მძღოლებისთვის.

სამუშაოები მოიცავს შემდეგ ლოკაციებს:

აღმაშენებლის ქუჩა

რუსთაველის ქუჩა

მესხეთის ქუჩა

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.