ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები აპრილიდან დაიწყება

ბორჯომი

ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები 01 იაპრილიდან დაიწყება. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება არსებული კედლის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა/გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა მოაჯირი და დეკორატიული განათება. ჯამში 408 მეტრი მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. რომლის ღირებულება შეადგენს 262475 ლარს.