პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებს განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები აქტიურადაა ჩართული. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ.
ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა.
საქართველოს თავდაცვის ძალები, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ჩაერთნენ“, - წერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.