1692302192
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა.
ბანაკის წევრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მოზარდებმა მუნიციპალიტეტის მერისგან მოისმინეს ინფორმაცია ბორჯომის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების შესახებ.
16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში - ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდისრის სროლა, კედელზე ცოცვა, ჯომარდობა.
საღამოს კი ბანაკის მონაწილეების სადღესასწაულო განწყობაზე მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ, თიკა ჯამბურიამ და DJ ალექსანდრე ლორთქიფანიძემ იზრუნეს.