სამი ნივთი, რომელიც ღამით მაგიდაზე არ უნდა დაგრჩეთ
1736966612
ბათუმში კიდევ ერთი ახალი სივრცე გაჩნდა, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანის დასვენებისა და გართობისთვის არის პირობები შექმნილი. მამია ვარშანიძის ქუჩის #71-ში სრულად განახლდა და მოწესრიგდა ტერიტორია, მოეწყო ბავშვთა გასართობი, სპორტული და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარეგანათებისა და სანიაღვრე სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა საპარკო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოებისთვის 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. პარალელურად, მიმდინარეობს მამია ვარშანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.