საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
სსიპ “ბათუმის ბულვარმა” სასტუმრო ჰილტონში პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
სამეცნიერო კონფერენციას "რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ფორუმის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა დარგის სპეციალისტებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ურბანული პარკების, გამწვანებისა და ლანდშაფტის დიზაინის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით.
კონფერენციის მიზანს რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში რეკრეაციული პარკების თემატიკის ირგვლივ არსებული თანამედროვე მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. კონფერენცია ჩატარდა "ბათუმის ბულვარის ფესტივალის" ფარგლებში, რომელიც წელს პირველად იმართება და სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას მოიცავს.