სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
1779963617
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი დასკვნით ეტაპზეა.
ახალი სკოლა შენდება ყოფილი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოიცავს საკლასო ოთახებს, ლაბორატორიას, სპორტულ და კვების სივრცეებს. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სპორტული მოედნის მოწყობა და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება.