5600 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
1773128241
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა, „ბაკურიანობა 2026“-ის ფარგლებში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
სპორტული შეჯიბრებები ორ სახეობაში გიგანტურ სლალომსა (თხილამურები) და მკლავჭიდში, კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ასპარეზობაში მონაწილე სპორტსმენები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე, მერის მოადგილე გელა მაღრაძე, ასევე ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე.