ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა“ მოქმედებს

გრძელდება განცხადებების მიღება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ,,პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა“ მოქმედებს. პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტენტის საშუალებით.

ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას.
პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.

მუნიციპალიტეტი პერსონალური ასისტენტის პროგრამას ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციაა „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“, ხოლო დღეის მდგომარეობით სერვისით სარგებლობს ოთხი ბენეფიციარი.