1772112318
ტყიბულის მერმა ძიუდოში კადეტთა ევროპის თასის ჩემპიონი დააჯილდოვა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ იზოლდა ნემსაძემ სამორინის ევროპის თასის ჩემპიონი ძიუდოში გიორგი ავალიანი და მისი მწვრთნელი ტრისტან ბასილაძე დააჯილდოვეს.
დავით კუბლაშვილმა ახალგაზრდა ძიუდოისტს წარმატებები უსურვა, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და მას მწვრთნელთან ერთად მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.
საქართველოს ნაკრების წევრმა, სპორტული ცენტრის სპორტსმენმა გიორგი ავალიანმა, სლოვაკეთის ქალაქ სამორინში ძიუდოში კადეტთა ევროპის თასზე წარმატებით იასპარეზა და 60 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.












