1769975663
ამბროლაური, თელავი და ერისიმედი - რეგიონებში ახალი კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო სივრცეები იგეგმება
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ საკონკურსო კომისიის სხდომაზე შეფასდა ამბროლაურის კულტურის სახლის, თელავის საცურაო აუზისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის არქიტექტურული კონცეფციები. კონკურსების მიზანია რეგიონებში თანამედროვე, ფუნქციური და გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
ამბროლაურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში წარმოდგენილი იყო 6 კონცეფცია. პროექტი ითვალისწინებს ისტორიული შენობის რესტავრაციასა და მის გარდაქმნას მრავალფუნქციურ კულტურულ სივრცედ, სადაც განთავსდება საგამოფენო, სასცენო და საზოგადოებრივი გამოყენების ზონები.










