ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან ამოქმედდება სიახლე
1769977955
გამოკითხულ უკრაინელთა 52% უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასის რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება, ხოლო 40% მხარს უჭერს.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, კიევის მცხოვრებლებს შორის 59% დონბასის დათმობას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს, ხოლო 31% მზადაა, მიიღოს იგი. გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის დასავლეთში 57% კატეგორიულად უარყოფს მას, ხოლო 38% მზადაა მის მისაღებად.
ამავე კვლევის თანახმად, უკრაინელთა მხოლოდ 20% ელოდება ომის დასრულებას მომდევნო კვირებში ან, სულ მცირე, 2026 წლის პირველ ნახევარში, მაშინ როდესაც 2025 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 33% იყო.
ამავდროულად, გამოკითხულთა 18% ელოდება ომის დასრულებას 2026 წლის მეორე ნახევარში, ხოლო 43% – 2027 წელს ან მოგვიანებით.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა უმრავლესობა (65%) კვლავ აცხადებს, რომ მზადაა, გაუძლოს ომს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მათივე ცნობით, კიევში ეს მონაცემები 72%-ია.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის ცნობით, ინსტიტუტმა გამოკითხვა იანვრის ბოლო ორ კვირაში სატელეფონო ზარების მეშვეობით ჩაატარა. კვლევა მოიცავს მთელ ქვეყანას, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1003 მოქალაქე, რომელთა ასაკი 18 წელი ან მეტი იყო. კვლევაში ნათქვამია, რომ ცდომილება 5.8%-ს არ აღემატება.