თურქეთში უამინდობის გამო 38 რეისი გაუქმდა - ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს
1732350445
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ ბენეფიციარებმა სადღესასწაულო ნობათი მიიღეს.
183 ბენეფიციარს, დღეს, კუთვნილ საკვებთან ერთად, სათნოების სახლისგან სააღდგომო ნობათი-კვერცხი და პასკა, ხოლო კერძო შემოწირულობის სახით ტკბილეული “ გადაეცათ. გარდა ამისა, ბენეფიციარებს, წინა სააღდგომოდ მუნიციპალიტეტის მერიისგან, ფულადი დახმარებაც ჩაერიცხათ.
პროდუქტის გაცემის პროცესში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჰამბარცუმ ბაბოიანმა მიიღეს მონაწილეობა. მათ, ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს.