ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი და პრიორიტეტების დოკუმენტი  დამტკიცდა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი უძღვებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად  2026 წლის ბიუჯეტის პროექტი  და 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს და  ერთხმად დაამტკიცეს.

საკრებულოს სხდომას  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური,  პირველი მოადგილე ნოდარ ტატალიშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ბიუჯეტის პროგრამული პარამეტრები დამსწრე აუდიტორიას  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, გელა ლომიძემ გააცნო.

მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 41 მილიონი  ლარით განისაზღვრა. ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კეთილმოწყობა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოციალური, კულტურის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები.