პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით, იანვრდან სექტემბრის ჩათვლით 17 385 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 1 121 951 ლარი შეადგინა.
სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო 16 098 ბენეფიციარმა, 451 573 ლარის ოდენობით. მათ შორის:
· ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ ჩაერიცხა 219 ოჯახს, ფულადი დახმარების სახით გაიცა 46 950 ლარი;
· ა(ა)იპ-სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსებით ისარგებლა 210 მოსწავლემ, 17 900 ლარის ოდენობით;
· ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა 187 ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 132 023 ლარი;
· შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება მიიღო 146 ბენეფიციარმა, 36 384 ლარის ღირებულების;
· იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარება მიიღო 96 ოჯახმა 11 520 ლარის ღირებულების;
· მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური დახმარება გაეწია 44 ბენეფიციარს, 5 720 ლარის ოდენობით;
· შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 277 ბენეფიციარმა, 85 920 ლარის ოდენობით;
· შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება გაეწია 66 ბენეფიციარს, 19 800 ლარის ოდენობით;
· მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსებით ისარგებლა 14 713 პირმა, რასაც ბიუჯეტიდან 20 873 ლარი მოხმარდა და სხვა.
მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებით ისარგებლა 1285 ბენეფიციარმა, დაფინანსების სახით გაიცა 670 378 ლარი. მათ შორის:
· სამედიცინო კვლევების დაფინანსებით ისარგებლა 234 მოქალაქემ, 60 856 ლარის ოდენობით;
· „გეგმიური და სასწრაფო ოპერაციების“ დაფინანსებით ისარგებლა 571 მოქალაქემ, 293 342 ლარის ოდენობით;
· ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა 235 ბენეფიციარს, 224 259 ლარის ოდენობით;
· სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა 30 მოქალაქეს, 9 558 ლარის ოდენობით;
· ვეტერანთა მედიკამენტოზური პაკეტით ისარგებლა 21 პირმა, 7354 ლარის ოდენობით;
· ქრონიკული დაავადების მქონეთა მედიკამენტოზური პაკეტით 59 პირს გაეწია დახმარება, დაფინანსების სახით გაიცა 13 421ლარი;
· სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა 135 ბენეფიციარმა, დაფინანსების ოდენობამ 61 587 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 529 565 ლარია გათვალისწინებული.