პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი ირაკლი ლაზარაშვილი უძღვებოდა.
ირაკლი ლაზარაშვილმა საბჭოს წევრებთან 2022 წელი შეაჯამა. გასულ წელს ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით განხორციელდა ან დასრულების ეტაპზეა 114 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებაა 19 079 101 ლარი. ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაფინანსების 5 წყარო გააჩნდა, საიდანაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 18, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 51, მთის ფონდიდან 1 და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 2 პროექტი განხორციელდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საბჭოს წევრებმა მერს
თავიანთი რეკომენდაციები, წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა საგზაო ინფრასტრუქტურაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე, საქალაქო ტრანსპორტზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციაზე და მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებების მოგვარებაზე.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 27 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.