ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით 675 მოქალაქემ ისარგებლა

ახალციხე

მიმდინარე წლის  იანვრის თვეში,  „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით  675 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 110 919  ლარი შეადგინა.

სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია 519  ბენეფიციარს,  31 367 ლარის ოდენობით. მათ შორის: ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ მიიღო 25 ოჯახმა, ფულადი დახმარების სახით გაიცა 8050 ლარი; შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება მიიღო 11 ბენეფიციარმა,  475 ლარის ოდენობით; უხუცესთა სოციალური დახმარების ქვეპროგრამით  ისარგებლა 2 მოქალაქემ,  ფულადი დახმარების სახით  გაიცა 1000  ლარი; მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 274  ბენეფიციარმა, 9590 ლარის ოდენობით; ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა  185 ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 6340  ლარი; ობოლ ბავშვთა და მარჩენელდაკარგულთა  სოციალური დახმარებით ისარგებლა 13  ბენეფიციარმა, დახმარების სახით გაიცა 1560  ლარი და სხვა.

მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის  დაფინანსებით ისარგებლა 156 ბენეფიციარმა,  დაფინანსების სახით  გაიცა 79 552 ლარი. მათ შორის: სამედიცინო კვლევების დაფინანსებით ისარგებლა  18 მოქალაქემ,  8443 ლარის ოდენობით; "გეგმიური და  სასწრაფო ოპერაციების" დაფინანსებით ისარგებლა 55 მოქალაქემ,  29280 ლარის ოდენობით; ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა 33 ბენეფიციარს,  22 299 ლარის ოდენობით; სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა  6 მოქალაქეს,  2105  ლარის ოდენობით; ვეტერანთა მედიკამენტოზური პაკეტით ისარგებლა  4 პირმა,  1816  ლარის ოდენობით; ქრონიკული დაავადების მქონეთა  მედიკამენტოზური პაკეტით " ისარგებლა  5 პირმა, დაფინანსების სახით გაიცა 1044 ლარი; სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით დაფინანსება მიიღო 35 ბენეფიციარმა, 11 716 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, იანვრის თვეში, მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3952  ლარი გაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და  ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის  ქვეპროგრამას ახორციელებს,  რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში  1 640 200  ლარია გათვალისწინებული. მათ შორის, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის  7 ქვეპროგრამით და 20  სახის სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ.