პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებებს და საკონსულტაციო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი,
მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილეები დავით ტაბატაძე და საბა კბილაშვილი, მერიის, საკრებულოს და დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლების თისელის, ტყემლანისა და აწყურის მაცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს რას მოხმარდება დასახლებებისთვის გამოყოფილი თანხა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
საკონსულტაციო შეხვედრები 1-დან 17 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.