პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა ახალციხეში.
ახალციხის ციხის ციტადელზე, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, ასევე დიალოგი გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ფორუმს შეუერთდა კომპანია Body Shop, მათ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს საგრანტო კონკურსთან დაკავშიდებით.
ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო საგამოფენო ინსტალაცია: “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, რომელზეც წარმოდგენილი იყო 12-ი აქტიური ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ფოტოების ავტორი დინა ოგანოვაა, ხოლო ილუსტრაციები თათია ნადარეიშვილმა შექმნა. გარდა ამისა, ახალგაზრდები გაეცნენ ახალგაზრდული საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენილ გამოფენას, ჩაერთნენ სამაგიდო თამაშებში და მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტელექტუალურ თამაშში „წიგნების თარო“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლები. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და ეს დღე მიულოცეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.
დღის ყველაზე ფერადი და შთამბეჭდავი ნაწილი იყო ფერების ფესტივალი, რომელიც გალა კონცერტითა და ელექტრონული კონცერტით გაგრძელდა. ახალციხელი ახალგაზრდებისა და ქალაქის სტუმრების განწყობაზე და დროის სასიამოვნოდ გატარებაზე მებო ნუცუბიძემ, მასტერმა, ნათია დუმბაძემ და DJ ნატუკა ფოფხაძემ იზრუნეს.
ფესტივალი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.