ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქუთაისი

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 12 აგვისტოს ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერიის მიერ ორგანიზებული "ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა იყო ახალგაზრდული საქმიანობის სხვადასხვა ასპექტები. ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული სტრატეგიები, ისაუბრეს ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობასა და მიდგომებზე.

ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული მუშაკების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა თემატიკის აქტივობებში: ლიდერობა, გუნდურობა, ეფექტური კომუნიკაცია, მეწარმეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ინიციატივების და იდეების გაზიარება.

„ახალგაზრდული ფორუმის“ გახსნას დაესწრო ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე „ 12 აგვისტოს , ქუთაისი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ქუთაისის მერიის მიერ ათობით პროგრამა და პროექტია დაფინანსებული , რომლებიც ჩვენი ქალაქის ახალგაზრდობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. უკვე ასობით ჩვენი თანაქალაქელი ახალგაზრდაა ჩართული ამ ღონისძიებებში- ეს იქნება „ახალგაზრდული ინიციატივები“, ლიდერთა სკოლები, ბანაკები. ჩვენ,“ ახალგაზრდობის სააგენტოსთან“ ერთად , მეორე წელია ვმუშაობთ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე. ახლა მთავარია, ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს , იმ მიზნებისა და გეგმების განხორციელებაში, რომელიც ამ დოკუმენტშია ასახული. საინტერესო, მრავალფეროვან და წარმატებულ დღეებს ვუსურვებ „ახალგაზრდული ფორუმის“ მონაწილეებს!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა. დღის ბოლოს, ქუთაისში, „სიყვარულის ბაღში“ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.