„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1764614854
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, სკვერში განთავსდა მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა ატრაქციონები, სკამები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მოეწყო გარე განათების, წყლისა და წყალარინების სისტემები, სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა. ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.