რა ვითარებაა ბახმაროში - სოცქსელის მომხმარებელი დეზინფორმაციას პასუხობს
1753181724
ძალიან უხვი ნალექი მოვიდა. რაიონის თითქმის ყველა სოფელი იყო წყალში. საბედნიეროდ შევძელით და მსხვერპლი არ არის, - განაცხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა „ქრონიკასთან“. გოჩა ქიმაძის განცხადებით, მალე დაიწყება გზებისა და სახლების აღდგენის სამუშაოები და სოფლები რამდენიმე დღეში ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება.
„რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომელთა სახლები საცხოვრებლად უვარგისი გახდა, ჩვენ გადავანაწილეთ ისინი თავიანთ ნათესავებთან და დილიდან უკვე მათ სახლებს ვუქირავებთ და მერია უზრუნველყოფს ქირის გადახდას, მანამ, სანამ არ აღდგება სახლები. დილიდან დაიწყება კაპიტალურად გზების აღდგენა, სადაც საჭიროა გადაუდებელ სამუშაოებს ჩავატარებთ. რამდენიმე დღეში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება“, - განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე სოფელში სერიოზული პრობლემები შექმნა - დატბორილი და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.