„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 68 წლის კაცი გარდაიცვალა.
მაუგლი მაისურაძე მუცლის არეში მიღებული დაზიანებებით ორ კვირაზე მეტი საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაჭრის ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში 12 ოქტომბერს მოხდა.
68 წლის კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ესროლა.
რა გახდა სროლის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მომხდარი შესაძლოა შურისძიებას უკავშირდებოდეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, დაჭრილის გარდაცვალების გამო, დანაშაულის კვალიფიკაცია, სავარაუდოდ, შეიცვლება.