1746960669
26 მაისის ღონისძიების კულმინაციისას ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა

პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ფერადი ფოიერვერკი და ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტებით დასრულდა, სადაც ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები შეასრულეს ახალქალაქში ნოდიკო ტატიშვილმა, სოფო გელოვანმა, მარიამ მამისმედაშვილმა, დათუნა მგელაძემ და დუეტმა ჯორჯიამ, ხოლო მარნეულში - ჯგუფმა ფრანმა, თემურ ყვითელაშვილმა, ეკა კახიანმა, ნინი ბადურაშვილმა, ქრისტინე იმედაძემ და თაკო გაჩეჩილაძემ.