პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შესაძლოა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ მსხვერპლი საკუთარი, ან სხვისი ჯანმრთელობა არ უნდა იყოს. ალბათ, არ არსებობს ქალი, რომელსაც გელ-ლაქის შესახებ არ სმენია და ერთხელ მაინც არ მიუმართავს ამ მომსახურებისთვის. რამდენიმე წლის წინ ფრჩხილის მოვლის ამ ტრენდმა მოდის ინდუსტრია დაიპყრო და დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეს გასაკვირი არცაა - თუ ჩვეულებრივი ლაქი რამდენიმე დღეში ესთეტიკურ სილამაზეს კარგავს, გელ-ლაქი რამდენიმე კვირა ძლებს. იზოგება ფინანსები და სალონში გატარებული დროც.
თუმცა, ზიანდება ჯანმრთელობა და ეს მხოლოდ ფრჩხილს არ უკავშირდება. გელ-ლაქს ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ აშრობენ, მსგავსმა სხივებმა კი შეიძლება დამწვრობა, უარესს შემთხვევაში კი კანის სიმსივნე გამოიწვიოს.
მელანომა, ფრჩხილის ატროფია, სოკოვანი დაავადებები , ონიხომიკოზი, პარონიხი, ამ ჩამონათათვალს უკვე კანის კიბოც ემატება და ისინი ფრჩხილზე გელ-ლაქის, ე.წ. შილაქის პოტენციური რისკების რიცხვში შედის.
სწორედ შილაქის პროცედურა გახდა სპეციალისტების კვლევის და ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოს განხილვის საგანი - ზრდის თუ არა შილაქი კანის კიბოს რისკს?
სპეციალისტები ადამიანის უჯრედებზე ულტრაიისფერი საშრობის გავლენას დააკვირდნენ. ექსპერიმენტის შედეგად უჯრედების 20% მოკვდა. გადარჩენილი უჯრედების 30%-ს კი კიბოსთან დაკავშირებული მუტაციის ნიშნები და დნმ-ის დაზიანება აღენიშნებოდათ.
საქართველოში გელ-ლაქის მოხმარების შედეგად ონკოლოგიური დაავადების პროვოცირების შემთხვევა არ ფიქსირდება, თუმცა არასწორად ჩატარებული პროცედურით დაზარალებული ბევრია.
გარდა მექანიკური დაზიანებით გამოწვეული დაავადებებისა, კვლევებმა აჩვენა, რომ შილაქის პროცედურას ადამიანზე ნეგატიური ქიმიური გავლენაც აქვს, ამიტომ მას კატეგორიულად უკრძალავენ ფეხმძიმეებს. მიზეზი ნაყოფის განვითარების შესაძლო შეფერხებაა.
უხარისხო გელ-ლაქში აღმოჩენილი ფტალატები მძიმე კანცეროგენური ნივთიერებაა, რაც გარდა ორსულების ნაყოფის განუვითარებლობისა, სხვა არაერთ დაავადებას პროვოცირებს. ამიტომ პროცედურას ექიმები უკრძალავენ არასრულწლოვნებსაც.
ექიმების რჩევებისა და რისკების მიუხედავად, შილაქზე უარს ბევრი არ ამბობს. ის დიასახლისისა თუ პროფესიაში რეალიზებული ქალის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რისკების შესამცირებლად კი გამოსავალიც მოიძებნა - ულტრაიისფერი სხივისგან დასაცავად სპეციალური კრემის, ან ხელთათმანის გამოყენება.