წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768159295
ყავა შეიცავს ნაერთებს, რომლებიც შეიძლება ზრდიდეს „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონეს. ასეთი ქოლესტერინი იწვევს არტერიებში ნადების დაგროვებას და შეიძლება გულის პრობლემებამდე მიგვიყვანოს. ამ თემაზე სტატიას Verywell Health-ი აქვეყნებს.
ახალი კვლევის მიხედვით, გულის ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხოა ყავის მომზადება ქაღალდის ფილტრების გამოყენებით.
რას აჩვენებს კვლევა?
შვედმა მეცნიერებმა შეისწავლეს ყავის მომზადების სხვადასხვა მეთოდი - ფრენჩ-პრესი, ქაღალდის ფილტრები და ყავის აპარატები და შეადარეს დიტერპენების დონე. აღმოჩნდა, რომ არაფილტრირებული ყავა, როგორიცაა სკანდინავიური მოხარშული ან თურქული ყავა, დიტერპენებს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს, ხოლო ქაღალდის ფილტრით მომზადებული ყავა - ყველაზე ნაკლებს.
„თუ რეგულარულად სვამთ ყავის აპარატით მომზადებულ ყავას, ეს შეიძლება აისახოს ქოლესტერინის დონეზე, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია თავად აპარატზე და იმაზე, ხდება თუ არა ყავის ფილტრაცია მომზადების დროს,“ - განმარტა მედიცინის დოქტორმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა და უფსალის უნივერსიტეტის კლინიკური კვებისა და მეტაბოლიზმის ასოცირებულმა მკვლევარმა, დევიდ იგმანმა.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ სამუშაო ადგილებზე არსებული ბევრი ყავის აპარატი დიტერპენებს სათანადოდ არ ფილტრავს.
„თუ კვირაში ხუთი დღის განმავლობაში სამ ფინჯან აპარატით მომზადებულ ყავას ჩაანაცვლებთ ქაღალდის ფილტრით მომზადებული ყავით, ხუთი წლის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი შეიძლება 13%-ით შემცირდეს,“ - აღნიავენ ექიმები.
რა სარგებელი აქვს ფილტრირებულ ყავას?
მკვლევართა თქმით, ასეთი ყავა შეიძლება ამცირებდეს გულის დაავადებების, ალცჰაიმერის დაავადებისა და ინსულტის განვითარების რისკს.
„სტაბილური ტენდენცია აჩვენებს, რომ დღეში დაახლოებით სამი–ოთხი ფინჯანი ყავის დალევა უკავშირდება უფრო დაბალ სიკვდილიანობასა და გულის დაავადებების ნაკლებ რისკს“ - აღნიშნა მედიცინის დოქტორმა, კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მედიცინისა და ბიომედიცინური ინფორმატიკის ასოცირებულმა პროფესორმა, დევიდ კაომ.