VIDEO: „ოხრახუშის ყინულის კუბები აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცელქი ბავშვების მშობლებს“ - როგორ გავუმკლავდეთ სილურჯეებს

ლევან რატიანი

ყველა ოჯახში, სადაც ბავშვი იზრდება, არც გადატყავებული მუხლები უკვირთ და არც დალურჯებული ფეხები. როცა ძილის წინ ჩვენი პატარას სხეულზე ახალ სისხლნაჟღენთს აღმოვაჩენთ, ამას მორიგ ცელქობას მივაწერთ ხოლმე, თუმცა შესაძლოა რამე სერიოზული დაავადების მიზეზიც იყოს და საჭიროებს ექიმთან კონსულტაციას.

გადაცემა „ნამდვილი ექიმების“ თემა კი სიცელქით გამოწვეულ დაჟეჟილობასა და სილურჯეებს უკავშირდებოდა, რაზეც ექიმებმა საზოგადოებას რეკომენდაციები და საიმედო რჩევები გაუზიარეს.

„ოხრახუშის ყინული კუბები უნდა ჰქონდეს ცელქი ბავშვების მშობლებს. ყინული აცხრობს შესიებას და ოხრახუში მდიდარია K ვიტამინით, რაც სისხლჩაქცევების კანქვეშ მარტივად აქრობს“,- ამბობს ექიმი ლევან რატიანი.