თუ უზმოზე თბილ წყალს სვამთ - ეს წესი უნდა იცოდეთ

წყალი

დილით გული რომ არ გადატვირთოთ, უნდა დალიოთ დაახლოებით 300 მლ თბილი წყალი (45 C) დაკარგული სითხის შესავსებად. დალიეთ მცირე ყლუპებით, არ იჩქაროთ: დიდი ჭიქა წყლის სწრაფად დალევა არ ღირს.

4 მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ წყალი უზმოზე

1. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება. ნივთიერებათა ცვლა დაახლოებით 30%-ით ჩქარდება, შინაგანი ორგანოები ეფექტურად მარაგდება ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით, რაც სასარგებლოა ორგანიზმისთვის. დაჩქარებული მეტაბოლიზმი ჭარბ წონას უფრო სწრაფად მოგაშორებთ.

2. ტოქსინების გამოდევნა. ძილის დროს ორგანიზმი ააქტიურებს აღდგენისა და ტოქსინების დაშლის პროცესებს. დილით ჭიქა თბილი წყლის დალევით მოიშორებთ სახიფათო ნივთიერებებს, გაწმენდთ კუჭს და ნაწლავების კედლებს.

3. მადის დაქვეითება. კუჭი წყლით ივსება, რაც საგრძნობლად აქვეითებს მადას. ეს ხელს უწყობს წონის დაკლებას, ზედმეტი ჭამის თავიდან აცილებას.

4. მჟავიანობის დონის დაქვეითება. კუჭის წვენის მჟავიანობა მცირდება და ფერმენტების გამომუშავება სტიმულირდება. ეს უზრუნველყოფს მთელი დღის განმავლობაში მოხმარებული საკვების სწრაფად მონელებას.

რატომ უნდა დალიოთ თბილი და არა ცივი წყალი?

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არის კუნთი, რომელიც მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. ცივმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთის და სისხლძარღვების სპაზმი და საჭმლის მონელების გაუარესება. ხოლო თუ გაქვთ პრობლემები ან დაავადებები, მდგომარეობა გაუარესდება.

თბილი წყალი ნაღვლის გადინებას აუმჯობესებს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

დილით თბილი სასმლის დალევა ხელს უწყობს ლიმფური სისტემის ნორმალიზებას, კორტიზოლის წარმოების პროცესის დარეგულირებას და იმუნიტეტის გაძლიერებას.

მოერიდეთ ცივ ან ცხელ წყალს, რადგან სარგებელს მხოლოდ თბილი ტემპერატურა მოგცემთ. წყალი უნდა იყოს უგაზო, თბილი და სუფთა. წყალი არ უნდა იყოს ანადუღარი.