თუ გინდა, რომ მეგობარი უკეთ გაიცნო, მაშინ მას ეს 10 კითხვა დაუსვი

მეგობრები

თუ გინდა, რომ მეგობარი უკეთ გაიცნო, მაშინ მას ეს 10 კითხვა დაუსვი:

უნდა თუ არა გახდეს პოპულარული (ცნობილი) და თუკი, მაშინ რომელი გზით? 
ეს კითხვა დაგვეხმარება შევიცნოთ არის თუ არა ჩვენი მეგობარი ამბიციური. როგორი ნაბიჯებითმიილტვის მიზნისკენ? არის თუ არა ეს ნაბიჯები ჩვენს ეთიკასთან თანხვედრაში.

როგორი დღე იქნებოდა „მშვენიერი დღე“ მისთვის? 
ეს კითხვა მრავალი კუთხით დაგვანახებდა მეგობარს.  გარდა ამისა, მოგვცემდა საშუალებას ასეთი მშვენიერი დღე ერთხელ მაინც მოგვეწყო მისთვის.

შეიგრძნობს თუ არა მადლიერებას რაიმესთვის და თუ შეიგრძნობს რისთვის არის  მადლიერი?  ამით ზუსტად გავიგებდით ჩვენ გაგვიკეთებია თუ არა მისთვის რაიმე, რისთვისაც მადლიერია.

რას აფასებს მეგობრობაში ყველაზე მეტად? 
ამ კითხვით დავინახავდით, სად ვდგავართ მის ცხოვრებაში და გვაქვს თუ არა საერთოდ რეალური ადგილი.

რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი მოგონება?
პასუხი ამ კითხვაზე მათთვის უძვირფასეს ადამიანთან ან მოვლენებთან მიგვიყვანს.

რას ნიშნავს მეგობრობა მისთვის? 
პასუხის მიხედვით, ცხადად დავინახავდით არის თუ არა ჩვენი ურთიერთობა მასთან ის, რაც ჩვენ გვგონია, თუ ვცდებით?

რომელია ყველაზე მხიარული ხუმრობა მისთვის? ან პირიქით, ხუმრობა, რომელიც უსიამოვნოა? 

ამის ცოდნა მეგობრის იუმორს საუკეთესოდ ამოწმებს, ჩვენ კი საშუალებას მოგვცემდა  მისი ხასიათის უკეთ ამოცნობისა.

ყველაზე დიდი სრულყოფილება რა იქნებოდა მისთვის  ცხოვრებაში?  
აქ დავინახავდით მიზნების მიზანს ანუ მთავარ მიზანს.

რა როლს თამაშობს სიყვარული და გატაცება მის ცხოვრებაში? 

გავიგებთ თუ რამდენად მოწყვლადია პირადი გრძნობების მიმართ.

ბოლოს როდის იტირა მან?

გასაგები იქნებოდა რამდენად ემპათიური და გამომხატველობითი უნარი აქვს მას.

თუ კი ეს კითხვები ჯერ არ დაგვისვამს მეგობრისთვის, არც „ხვალ“  არის გვიან. ამით თავს მათ მნიშვნელოვან ადამიანებად ვაგრძნობინებთ და მეტ ინფორმაციას მივიღებთ მათზე.