დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
კენდალ ჯენერმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ბავშვობიდან შფოთვასა და პანიკურ შეტევებს ებრძვის და ეს საკმაოდ რთულია.
ცნობილი ვარსკვლავი გულშემატკივრებს იმ ხერხებს უზიარებს, რომლებსაც შფოთვის დასაძლევად ყოეველ დილით თავად იყენებს. რჩევები ასეთია:
- მოერიდეთ ტელეფონს
„ადრე, როგორც კი გავიღვიძებდი, მაშინვე ტელეფონს ვიღებდი, მაგრამ ახლა, სანამ ავიღებ, 10-ჯერ ღრმად ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ", - ამბობს 26 წლის მოდელი.
მართლაც, ინფორმაციის უკონტროლო მოხმარებამ, გაღვიძებისთანავე ნეგატიური ამბების ნახვამ შეიძლება შფოთვა და დაღლილობა გამოიწვიოს.
- აწარმოეთ დღიური
გაღვიძების შემდეგ კენდალი იღებს რვეულს და ჩანაწერებს აკეთებს, ყველა იდეასა და გრძნობას აღწერს, რაც თავში მოუვა. ბევრი ფსიქოლოგი ამ პრაქტიკას „დილის გვერდებს“ უწოდებს.
მსგავსი რამ ბევრი მიმართულებით დაგეხმარებათ: პირველ რიგში, თქვენი აზრების სტრუქტურირებასა და მათ ვიზუალიზაციაში, მეორეც, ემოციურად - გრძნობებთან გამკლავებაში, რადგანაც გაგიჩნდებათ განცდა, რომ რაღაც ფურცელზე დატოვეთ და გათავისუფლდით.
- იყავით მადლიერი
„მადლიერების გამოხატვა მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი თავის, ასევე სამყაროს მიმართ. ესეც ჩაწერეთ დღიურში, აღნიშნეთ თუნდაც მეგობრის შეტყობინების ან ფინჯანი ყავის დალევის შესახებ“, - ამბობს კენდალი.
ამ გზით საკუთარ გონებას გაავარჯიშებთ და შეძლებთ, რომ მხოლოდ კარგ ინფორმაციაზე იყოთ ფოკუსირებულები.
- მეტი მზე
კენდალი ცდილობს, დრო სეირნობისთვის გამოყოს, განსაკუთრებით კი მზიან დღეებში. ცნობილია, რომ მზის ნაკლებობამ შეიძლება სეროტონინის - ბედნიერების ჰორმონის დონის დაქვეითება გამოიწვიოს. ასევე, ფეხით სიარული თქვენი ძილის რეჟიმსაც მოაწესრიგებს
- ღრმად ისუნთქეთ
კენდალ ჯენერი ამბობს, რომ სტრესის შესამსუბუქებლად ღრმად სუნთქვა საუკეთესო საშუალებაა. ის არტერიულ წნევას ასტაბილურებს, გულის მუშაობას აუმჯობესებს და ხსნის შფოთვასა და ნერვიულობას.
როგორ უნდა ისუნთქოთ სწორად ?
დაჯექით კომფორტულად ან დაწექით იატაკზე, მარცხენა ხელი მკერდზე დაიდეთ, მარჯვენა კი მუცელზე.
სცადეთ ცხვირით ჩასუნთქვა და პირით ამოსუნთქვა.
ისუნთქეთ მშვიდად და თანაბრად. ჩაისუნთქეთ 5 დათვლაზე, შემდეგ რამდენიმე წამი სუნთქვა შეიკავეთ და ნელ-ნელა ამოისუნთქეთ.
ასე გააგრძელეთ 3-დან 5 წუთის განმავლობაში და რეგულარულად ივარჯიშეთ.