„თუ ბავშვი იზრდება ქებაში, ის სწავლობს, რომ იყოს მადლიერი…“ – ფსიქოთერაპევტი, ნინო კანდელაკი

ნინო კანდელაკი

ფსიქოთერაპევტი, ნინო კანდელაკი ბავშვთა აღზრდის ოქროს წესის შესახებ გვიზიარებს თავის მოსაზრებას.
სპეციალისტს მიაჩნია, რომ თუ ჩვენი შვილი იზრდება ქებაში, ის სწავლობს რომ იყოს მადლიერი:

„თუ ბავშვი იზრდება ქებაში, ის სწავლობს რომ იყოს მადლიერი… მადლიერების ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური თვისებაა, რომ გვაქვს უნარი, სიყვარულისა და მადლიერების… ამაზე მეტი არაფერი არ არსებობს. ყველაფერი ამისთვის არის. ეს ერთ-ერთი მთავარი მაგალითი და ძვირფასი განძია, როდესაც ჩვენ გვაქვს მადლიერების უნარი, რომ ვიყოთ მადლიერნი, საკუთარი თავის, ადამიანებისა და სამყაროს მიმართ იმისთვის, რაც მოგვეცა და რაც გვაქვს… მადლიერებას ბავშვი სწავლობს, როდესაც შევაქებთ, ოღონდ შექება აუცილებლად უნდა იყოს ადეკვატური და რეალური…“ – ამბობს ფსიქოთერაპევტი, ნინო კანდელაკი.