ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
დაბნელების დერეფანი 20 აპრილს მზის დაბნელებით დაიწყო და 5 მაისს მთვარის დაბნელებით დასრულდება. თუ როგორია პარაფსიქოლოგის რჩევები, ეს პერიოდი რომ დაძაბულობებისა და სტრესის გარეშე გავიაროთ, მოდით, ჩავუყვეთ სტატიას.
პარაფსიქოლოგი ლალი ხელაშვილი "პრაიმტაიმის" მკითხველს რჩევებს აძლევს.
ლალი ხელაშვილი: ზოგს აქვს დაძაბული განწყობა, რა იქნება ამ პერიოდში. ქვეცნობიერში, რა განწყობასაც "ჩატვირთავ", ისე წარიმართება ეს პერიოდიც. ჩვენი განწყობა ჩვენზეა დამოკიდებული. კარგად ჩაივლის და თუ დაძაბულობა იქნება, ეს ისევ და ისევ საკუთარი განწყობით იქნება გამოწვეული.
შევეცადოთ სამყაროსგან წამოსული ნეგატივები ავისხლიტოთ პოზიტიური განწყობით. ისევ ლოცვით და რწმენით, რომ სამყაროს ნეგატივი ჩემამდე არ მოვა იმიტომ, რომ მე მიცავს უფალი, ჩემი ანგელოზი. სიკეთის კეთება ისედაც კარგია, მაგრამ ამ პერიოდში რაც შეიძლება მეტად გადავერთოთ სიკეთის კეთებაზე.
აფორიაქებული ადამიანებისთვის სოციალურ ქსელში შესვლა დამთრგუნველია, რადგან იქ დიდი ნეგატივი და აგრესია ტრიალებს. ამიტომ მოვერიდოთ სოცქსელებს და მეტ წილად დრო ბუნებაში გავატაროთ. განვიტვირთოთ ბუნებაში. ტყიდან თუ პარკიდან ადამიანი სულ სხვა ხასიათზე ბრუნდება. მხოლოდ პოზიტიური ფიქრებით იყავით დამუხტული. ჩაიტარეთ ავტოტრენინგი.
მოვიდა ცუდი ფიქრები? მაშინვე მედიტაციით გაუმასპინძლდით (მედიტაციის შესახებ ინფორმაცია ყველგანაა ხელმისაწვდომი), შთაგონებით უკუაგდეთ. რაც შეიძლება მეტი პოზიტივი მივაწოდოთ ქვეცნობიერს. ასეთ შემთხვევაში, აღარ რჩება ნეგატივის ადგილი. მოდის კარგი განწყობა.
იცეკვეთ, საყვარელ მუსიკას მოუსმინეთ, იმღერეთ. მე მშველის მუსიკა და სიმღერა. ხმა გამიფუჭდა, მაგრამ მაინც ვყვები სიმღერას. სადილს ვამზადებ თუ სახლს ვალაგებ, სულ მუსიკა მაქვს ჩართული. იმხელა ენერგიით ვივსები... როდესაც ასეთ კარგ გუნებაზე დგებით, სადილსაც ენერგიულად ამზადებთ და ბევრად გემრიელიც გამოდის.
ჩავიცვათ ნათელი ფერები: ყვითელი, კაშკაშა ოქროსფერი აურის ფერია. მწვანე ნერვულ სისტემას ამშვიდებს. საძინებელში არაჩვეულებრივია სალათისფერი და ჭაობისფერი. ნერვულ სისტემას ამშვიდებს ფორთოხლის სურნელი. იდეალურია. ფორთოხლის კანი შეგიძლიათ დაჭრათ, წყალში ჩაყაროთ და ის წყალი ოთახებში მოაპკუროთ. აურა იწმინდება.
ავტოტრენინგის თეორია ვინც შექმნა, ის ადამიანი წნევიანებს ცისფერ ოთახში განთავსებით უქვეითებდა წნევას. ცისფერ ფერს ასეთი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
წითელი გამარჯვების ფერია. საღამოებზე შეკრებებზე შეგიძლიათ ჩაიცვათ, მაგრამ ვისაც ენერგია აქვს მოჭარბებული, უნდა ერიდონ წითელს.
დეტოქსი ბოსტნეულით და ხილით - ამ პერიოდში მსუბუქად უნდა იკვებოთ. ძალიან კარგია ნუში, თხილი, კაკალი, ქიშმიში და ყველი. უპირატესობა თევზს მივანიჭოთ. ძარღვებისთვის იდეალურია. მივიღოთ პარკოსნები.
ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე. D ვიტამინი - მზისგან შევივსოთ.
პიტნა შველის უძილობას, ამშვიდებს. შეგიძლიათ სასთუმალთან დაიდოთ და მის არომატში დაიძინოთ.
ვინმე ნეგატიურ თემებზე გესაუბრებათ? დელიკატურად მოიშორეთ. ტოქსიკურ ადამიანებს თავი მოარიდეთ. ძალიან გადმოდის ნეგატიური ენერგია. ორივე ხელის ცერს იქცევენ თითებს შორის და ასე ირიდებენ მავნე ენერგიის გადმოდებას.
საუკეთესოა პატარა ლოცვები "უფალო შემიწყალე" და "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".
მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ამდენი ადამიანის ნეგატივი მაქვს მიღებული. წლების წინ ექიმმა მითხრა, იმდენად ავად არ ხართ, რამდენადაც აურა გაქვთ ნეგატივით დაბინძურებულიო. და მირჩია - იესოს ლოცვა ხშირ-ხშირად იმეორეო. ეს არის საუკეთესო დამცველი, შეუცვლელი. გუნებაში მისი ხშირი გამეორება მართლა მუშაობს.
დაწოლის დროს სოციალურ ქსელში ნუ შეიჭყეტთ. გადით გარეთ, ერთი წრე დაარტყით სახლს, ან ქუჩაზე ჩაისეირნეთ, ეზოში იარეთ. ამ დროს იცლებით ნეგატივისგან, განიმუხტებით და მიწისგან ახალ სასიცოცხლო ენერგიას იღებთ.
აბა, მშვიდობიანად გაიარეთ დაბნელების დერეფანი... წარმატებები.