თებერვლის ამ დღეებში ჯანმრთელობას განსაკუთრებით გაუფრთხილდით - როგორ დავიცვათ თავი

მაგნიტური ქარიშხალი

ზამთრის ბოლო თვეს რამდენიმე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გველის, რომელმაც შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. გაიგეთ, როდის იქნება მაგნიტური ქარიშხალი თებერვალში და როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა.  
2023 წლის თებერვალში მოსალოდნელია ძლიერი და საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხლები, რასაც შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვეს.

ცნობისთვის, მაგნიტური ქარიშხალი თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს - ზოგს დეპრესიულ განწყობაზე აყენებს, ზოგში თავის ტკივილს იწვევს, ზოგს კი ქრონიკულ დაავადებებს უმწვავებს. პრობლემებს მომზადებული რომ დახვდეთ, გირჩევთ ეს თარიღები დაიმახსოვროთ:

5 თებერვალი - ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი. გირჩევთ მძიმე ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოს თავი აარიდოთ.
7 თებერვალი — საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი. ეცადეთ სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.
10 თებერვალი - ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი. სიფრთხილე გამოიჩინეთ და კონფლიქტებს მოერიდეთ.
15 თებერვალი — სუსტი მაგნიტური ქარიშხალი. სასურველია, რომ ამინდზე დამოკიდებულმა ადამიანებმა მეტი დაისვენონ.

მანიტური ქარიშხლების დროს ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

თავის ტკივილი და თავბრუდახვევა

გაღიზიანება და დეპრესიული განწყობა

წნევის მომატება ან შემცირება

ძილის დარღვევა

სახსრების ტკივილი

აპათია და შფოთვა

უმიზეზო დეპრესია

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში

ქრონიკული დაავადებების გამწვავება.