პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პირველ თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ვარკეთილის მეტრო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თვით დაიკეტება.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურის რეკონსტრუქციის სამუშაოები 9 თებერვალს დაიწყება.
აღნიშნულმა საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია, მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ მეტროსადგური სწორედ 9 თებერვალს იკეტება.
კახა კალაძის განმარტებით, მეტროსადგური დაიკეტება დაახლოებით ორი თვით, ეტაპობრივად, 2023 წლის ივნისი-აგვისტოს შუალედში.
,,კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით.
სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით უნდა დასრულდეს შემდეგი წლის ზაფხულში (21/ივნისი/2024წ).
ამ ეტაპისათვის სამშენებლო კომპანიის მიერ შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, რომლის მიხედვითაც:
- ვარკეთილის მეტროს დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისათვის მეტროსადგური დაიკეტება დაახლოებით 2 თვით;
- მეტროსადგური დაიკეტება ეტაპობრივად 2023 წლის ივნისი-აგვისტოს შუალედში (ყველაზე ნაკლები მგზავრთნაკადის პერიოდში).
მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვეცდებით ვარკეთილის მიმართულებით სამარშრუტო ხაზებს დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსები, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ნახეთ ფოტოები, თუ როგორი იქნება მეტრო ,,ვარკეთილი" რეაბილიტაციის შემდეგ.