„სოდის ტუტე ხსნარი აზიანებს მის ზედაპირს“ - ირაკლი არაბული რჩევებს გვიზიარებს

ირაკლი არაბული

ირაკლი არაბული სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს.

„მარწვის სოდიან წყალში გარეცხვის დროს, მისი ზედაპირი ზიანდება, რადგან მარწყვს შედარებით ნაზი სტრუქტურა აქვს. სოდის ტუტე ხსნარი აზიანებს მის ზედაპირს. შემდეგ რბილდება მისი ზედაპირი და მიდის ლპობისკენ. ამიტომ არაა მიზანშეწონილი მისი სოდიანი წლით გარეცხვა. თუ გსურთ სახლის პირობებში სხვა საშუალება გამოიყენოთ, ერთ ლიტრ წყალში დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და მარწყვი ასეთი ხსნარით გარეცხეთ. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ხილბოსტნეულის სპეციალური ხსნარები.“ – ამბობს ირაკლი არაბული.