1775900504
„შობის ვარსკვლავი“ - როგორ ვახაროთ ეს ულამაზესი მცენარე
პუანსეტია, იგივე „შობის ვარსკვლავი“ - როგორ ვახაროთ ეს ულამაზესი მცენარე?
პუანსეტია ულამაზესი დეკორატიული მცენარეა, რომელიც ზამთრის ცივ და ყინვიან დღეებში იწყებს ყვავილობას და შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის. სწორედ ამიტომ მას „შობის ვარსკვლავი“ შეარქვეს და მისი შეძენა საშობაოდ ხდება განსაკუთრებით აქტუალური.
ყველაზე აქტუალური წითელი ფერის ყვავილებიანი პუანსეტიაა, თუმცა არსებობს მცენარის ყვითლად, ვარდისფრად, თეთრად და კრემისფრად მოყვავილე სახეობები. ამ სახეობების შეჯვარებით გამოყვანილია ჰიბრიდებიც - წინწკლებიანი, ზოლებიანი, ლაქებიანი და ა.შ. ყვავილებით.












