საშობაო კონცერტზე უელსის პრინცესა პატარა გულშემატკივრებს შეხვდა

ქეითი

უესტმინსტერის სააბატოში ტრადიციული საშობაო კონცერტი გაიმართა, რომელსაც მეფე ჩარლზთან და კამილა პარკერთან ერთად, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც  ესწრებოდნენ. უელსის პრინცი და პრინცესა კონცერტზე შვილებთან, პრინც ჯორჯთან და პრინცესა შარლოტასთან ერთად მივიდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ქეითი ამ დღეს Eponine London-ის ბორდოსფერ პალტოსა და „ჯანვიტო როსის“ ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. რაც ეხება პრინცესა შარლოტას, მას დედის მსგავსად, ბორდოსფერი პალტო ეცვა, რომელიც ბავშვთა სამოსის მწარმოებელ ბრენდს Trotters-ს ეკუთვნის. ყველაზე ემოციური კი ის მომენტი აღმოჩნდა, როცა ქეით მიდლტონი კონცერტზე იმ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც მასთან შეხვედრას დიდი ხანია ნატრობდნენ.