სეზონის ფარული საფრთხე - რა იწვევს ალერგიას შემოდგომით?

რატომ ვხდებით ხშირად ავად შემოდგომით

გაზაფხულთან შედარებით, შემოდგომა ნაკლებად ასოცირდება ალერგიებთან, თუმცა მილიონობით ადამიანისთვის წელიწადის ეს დრო სერიოზულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილება, ფოთოლცვენა და გარკვეული მცენარეების ყვავილობა შემოდგომის ალერგიის („სეზონური რინიტის“) გააქტიურების მთავარი მიზეზებია.

რა იწვევს შემოდგომის ალერგიას?
ამბროზია და სარეველა მცენარეები - შემოდგომის ალერგიის N1 გამაღიზიანებელი ამბროზიაა. მისი ყვავილობა აგვისტოს ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ამბროზიის მტვერი ძალიან მსუბუქია და ქარს მისი გადატანა ასეულობით კილომეტრზე შეუძლია.
ობის სოკოს სპორები -  შემოდგომით დაცემული, ნესტიანი ფოთლების გროვა ობის სოკოების გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. ქარის დროს სოკოს სპორები ჰაერში ვრცელდება და სასუნთქ გზებში ხვდება.
ოთახის ტკიპები  -  ცივი ამინდების დადგომასთან ერთად ადამიანები მეტ დროს ატარებენ დახურულ სივრცეში და რთავენ გათბობას. თბილი და მშრალი ჰაერი სახლის მტვრის ტკიპების აქტივობას უწყობს ხელს.

შემოდგომის ალერგია ხშირად ეშლებათ გაციებასა ან ვირუსულ ინფექციაში. ძირითადი ნიშნებია:

ცემინება და ცხვირიდან გაუჩერებელი დენა;თვალების ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა;ყელის, სასისა და ყურების ქავილის შეგრძნება;ცხვირის გაჭედვა და მშრალი ხველა;საერთო დაღლილობა და ძილის დარღვევა;როგორ გავასხვავოთ გაციებისგან? ალერგიას არ ახლავს სიცხე და კუნთების ტკივილი, ხოლო სიმპტომები 1-2 კვირაზე მეტხანს გრძელდება.როგორ შევამციროთ ალერგენების ზემოქმედება?შეამცირეთ კონტაქტი მცენარეებთან: მშრალ და ქარიან ამინდში, როდესაც ჰაერში მტვრის კონცენტრაცია მაღალია, მოერიდეთ ხანგრძლივ სეირნობას (განსაკუთრებით დილის საათებში).დაიცავით ჰიგიენა სახლში დაბრუნებისას: გარეთ ყოფნის შემდეგ გამოიცვალეთ ტანსაცმელი, დაიბანეთ სახე და ხელები, ან მიიღეთ შხაპი, რათა თმებიდან და კანიდან ალერგენები მოიშოროთ.მოერიდეთ ფოთლების გროვას: ნუ გაივლით და ნუ დააგროვებთ ნესტიან დაცემულ ფოთლებს, სადაც ობის სპორების მაღალი კონცენტრაციაა.ალერგიის სიმპტომების გამოვლენისას მნიშვნელოვანია ალერგოლოგთან კონსულტაცია.

✕