ახალი ფინანსური წარმატება და იღბალი - დასახელდა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ბედი სიურპრიზს უმზადებს
1739297587
გამოუვალ მდგომარეობაში, მეტი არაფერი რომ გვიჭირავს ხელში და ადამიანს საყლაპავი მილი ეკეტება, კი, უნდა ჩაასხათ, მაგრამ წვივზე ყვავილი გაედო და ოდნავ შეუწითლდაზე, არაა აუცილებელი დექსათი ვბომბოთ.
ყველა წამალი შხამია, როცა არასწორი დოზით გამოვიყენებთ, - წერს სალომე კვარაცხელია.
"სულ მინდოდა ამ ძალიან რაკა-რუკით გამოყენებად წამალზე დამეწერა, რომელიც, რატომღაც, ისეთი სიხშირით და ისე მარტივად გამოიყენება, გეგონება, ისეთი არაფერიაო. არადა, ძალიანაც ფერი...
განსაკუთრებით, ხშირად, დანიშნულების გარეშე და ზედმეტი რაოდენობით გამოყენებისას.
განსაკუთრებით, პედიატრიულ და გერიატრიულ პოპულაციაში. განსაკუთრებით, უკვე არსებული სხვადასხვა დაავადებების ფონზე. დექსამეთაზონი არის კორტიკოსტეროიდი, უფრო ზუსტად გლუკოკორტიკოსტეროიდი.
კორტიკოსტეროიდი ანუ თირკმელზედა ჯირკვალის ქერქში დასინთეზირებული ჰორმონის ხელოვნურად დამზადებული ანალოგი. (cortico-steroid = cortex-ქერქი).
გლუკო-კორტიკოსტეროიდი ანუ უჯრედებში სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებზე პასუხისმგებელი ჰორმონის ანალოგი.
ჩვენი ორგანიზმი დექსამეთაზონის ანალოგ ჰორმონს - კორტიზოლს - ბუნებრივად ისედაც გამოიმუშავებს ხოლმე.
კორტიზოლი სტრესის დროს გამოთავისუფლებული ჰორმონია. სტრესის დროს რომ გამოთავისუფლდება, ე.ი. ლოგიკურად, იმისთვისაა საჭირო, რომ ორგანიზმი მოვიდეს მებრძოლ მდგომარეობაში და გაუმკლავდეს არაბუნებრივ მდგომარეობას.
სტრესი ჩვენი ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: დაავადება, ჭრილობა, ტრავმა, ალერგიული რეაქცია, გარემოში მაღალი ტემპერატურა, უეცრად ცივ წყალში ჩახტომა, გადამეტებული სიხარული და ა.შ. ანუ ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ბედნიერებისას სულ კარგად ვართ, მაგრამ ორგანიზმისთვის, თუ ის ნორმალური მდგომარეობიდან გადახრაა, ხშირად სტრესად ითარგმნება ხოლმე.
დექსამეთაზონის მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა, რადგან გლუკოკორტიკოსტეროიდების რეცეპტორები ძალიან ბევრ უჯრედს აქვს ჩვენს ორგანიზმში და შესაბამისად, ბევრი ორგანული სისტემა იკავშირებს მას და შემდეგ რეაგირებს კიდევაც.
რა თერაპიული ეფექტისთვის გამოიყენება ხოლმე ე ქ ი მ ე ბ ი ს ყურადღების ქვეშ:
ყველაზე ხშირად ანთების საწინააღმდეგოდ - რადგან მას შეუძლია, ანთებაზე მორეაგირე უჯრედების ექსპოზიცია დაბლოკოს და შესაბამისად, შეანელოს პროცესი კონკრეტულ ადგილას და ორგანიზმს უფრო სწრაფი რეგენერაციის საშუალება მისცეს. სრულად
ასევე ნახეთ:
“მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნით აწერია ალინა…” - რას წერენ ზაზა მესხზე
„სამეგრელოში გააშვილეს... ძალიან მინდა ვიპოვო“ – ვის ეძებს ლადო აფხაზავა