„სანთლის ალზე გაახურეთ ქინძისთავის წვერი და...“ - ნახეთ რა ძალა აქვს ამ ნივთს და როგორ უნდა ატაროთ ის

ქინძისთავი

ქინძისთავი ლითონისგან მზადდება და უარყოფით ენერგეტიკას იზიდავს. წვეტიანია, რაც ლითონის უნარს – აითვისოს ნეგატივი, უფრო აძლიერებს… და, რა თქმა უნდა, შეკრული წრე – მსგავსი ბეჭდის რგოლისა, რომელსაც ერთ-ერთ წვერზე არსებული ზამბარა კიდევ უფრო აძლიერებს და ორმაგად კეტავს ნეგატივს.

ერთადერთი პრობლემა ისაა, თუ როგორ უნდა მიიმაგროთ ის სწორად: შესაკრავით ქვევით თუ ზემოთ? იმისთვის, რომ ქინძისთავი მართლაც თქვენი დამცავი გახდეს, ვერტიკალურად უნდა მიამაგროთ ტანსაცმლის შიგნითა ნაკერს და აუცილებლად შესაკრავით ქვევით. მამაკაცის შემთხვევაში – ის ტანსაცმელზე გულის სარტყელში მაგრდება, ქალის კი – კაბის ბოლოს. მაგრამ არც ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ქინძისთავი ამუშავდეს. თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ის უნდა გააქტიურდეს, რისთვისაც მარტივი რიტუალია შესასრულებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქინძისთავი დარჩება მხოლოდ ქინძისთავად.

დამცავ თილისმად ქინძისთავი, რომელიც იღბლისა და ფულის მოსაზიდად გამოიყენება, მხოლოდ ახალი უნდა იყოს. შესაბამისად, სამკერვალო ყუთში ჩაყრილი ქინძისთავები არ იმუშავებს და უფრო მეტიც, არც ვინმესგან ნაჩუქარი გამოდგება საამისოდ. ქინძისთავი, დამცავი თილისმის ფუნქციით, უნდა შეიძინოთ მილევადი მთვარის ფაზაში, ხოლო ფულის მოსაზიდად – მზარდი მთვარის დროს. არსებობს უამრავი სხვა დამცავი შელოცვაც, მაგრამ რომელსაც ახლა გაგაცნობთ, არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, არამედ – უნივერსალურიც. ის ერთნაირად კარგად მუშაობს როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის, შესაფერისია ასევე, ბავშვებისა და მოზრდილებისთვისაც… რადგან თავად მფარველი ანგელოზი ხდება მასში თქვენი დამცველი. მაშ ასე, სანთლის ალზე გაახურეთ ქინძისთავის წვერი და სამჯერ წარმოთქვით შემდეგი ფრაზა: „მფარველო ანგელოზო, გევედრები, ამაცილე უბედურება და დამიცავი მტრისგან, ამომაფარე შენს ზურგს და ყველგან ჩემთან ერთად იყავი.“ წაიკითხეთ ვრცლად

ასევე ნახეთ:

„ასეთი ადამიანები ისწრაფვიან მატერიალური კეთილდღეობისა და ფუფუნებისკენ“ - როგორ ბედს გიწინასწარმეტყველებთ თქვენი დაბადების წლის ბოლო რიცხვი

ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი დღეები 2024 წლის აპრილში, როდესაც წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი არსებობს

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული ფუფუნება უყვართ - ნახეთ ვინ არიან ისინი