1692302192
საჩუქრები, რომლებიც ექსპერტების აზრით, 8 მარტს არ უნდა აჩუქოთ

სულ ცოტა დრო რჩება ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მამაკაცები უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მიულოცონ ქალებს. ამასთან დაკავშირებით ექსპერტებმა გამოთქვეს აზრი, როგორი საჩუქრები არ უნდა აჩუქონ ქალებს 8 მარტს.
არის საჩუქრები, რომლითაც აღფრთოვანებული იქნება საყვარელი ქალი, დედა, და. მაგრამ ზოგიერთმა სიურპრიზმა შეიძლება გაუცრუოს იმედი.
ფუმფულა სათამაშოები
მათი ჩუქება შგილიათ ბავშვებისთვის, მაგრამ ისინი არ მოუტანენ სარგებელს და კარგ განწყობას ზრდასრულ ქალს.
სანთებელა ან პორტსიგარი
მაშინაც კი, თუ თქვენი ქალი ეწევა, ამ ნივთების ჩუქება არ არის რეკომენდებული.
ხელთათმანები
8 მარტს ბედნიერებას არ მოუტანს იმ ადამიანს, ვისთვისაც ისინი განკუთვნილია. მათი ჩუქება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დღეს, მაგრამ არა გაზაფხულის დღესასწაულზე.
არ უნდა აჩუქოთ ასევე დანები, მაკრატლები და ჩანგლები. ისინი შეუსაბამო იქნება არა მხოლოდ თქვენი შეყვარებულისთვის, არამედ თქვენი დედისთვის, ბებიასთვის ან კოლეგისთვის. და თუ გჯერათ ხალხური ნიშნების, მაშინ ეს სიურპრიზი ოჯახურ ცხოვრებაში გვპირდებათ უთანხმოებას, ჩხუბსა და გაუგებრობას.
საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძლება აჩუქოთ დედას, ბებიას, მაგრამ ასეთი საჩუქარი არ მოუტანს ბედნიერებას საყვარელ გოგონას.
ცხვირსახოცი, თუნდაც ოქროს ძაფით იყოს მოქარგული, მწუხარებას, ცრემლებს გვპირდება.
იაფი სამკაულები, ექსპერტების აზრით, არ არის საუკეთესო საჩუქარი საყვარელი ქალისთვის ან გოგოსთვის 8 მარტს.
ასევე, ექსპერტები არ გვირჩევენ ისეთი საჩუქრების შეძენას, როგორიცაა: ქამარი, საათი, სარკე, ცარიელი საფულე, ძეწკვი და შარფი.