რომელია ორსულებისთვის არასასურველი პროდუქტები

ორსული

ორსულობის დროს ჯანსაღი კვება გულისხმობს საკმარის კალორიულობას და ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ რაციონს. ორსულის საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს. ორსულის რაციონში უნდა იყოს მწვანე და ნარინჯისფერი ბოსტნეული, ხორცი, თევზი, პარკოსნები, თხილი, ხილი და მარცვლეული.

რა საკვები და სასმელი უნდა ამოვიღოთ რაციონიდან

ორსულებმა თავი უნდა აარიდონ არაპასტერიზებული რძის, რბილი ყველის, პაშტეტის, ცუდად მოხარშული ხორცისა და კვერცხის მოხმარებას. ეს პროდუქტები სალმონელოზისა და ლისტერიოზის წყაროა. 

მეთილვერცხლისწყლით მდიდარი თევზის დიდმა მოხმარებამ, როგორიცაა ტუნა, ზვიგენი, ხმალთევზა, სკუმბრია, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევები. A ვიტამინით მდიდარმა საკვების ჭარბმა მოხმარებამ: საქონლის ხორცი, ქათმის ღვიძლი და მისგან მიღებული პროდუქტები- ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე.

ასევე ნახეთ:

VIDEO: გიორგი ნაზღაიძე „პრაიმ ჰაუსიდან“ კადრებს აქვეყნებს

VIDEO: გაიცანით, „პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთი ახალი მონაწილე

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი