24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოიცილეთ ყოველივე, რაც თქვენში უსიამოვნო მოგონებებს ან ემოციებს იწვევს, რაც გაშინებთ ან თავდაჯერებულობას გაკარგვინებთ. ერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს და მათ, ვინც თქვენით მანიპულირებს.

კურო

წარმატებული დღეა. სასურველია, გაისტუმროთ გადასახადები და გადაამოწმოთ ანგარიშები. დაეხმარეთ მათ, ვინც ამას საჭიროებს, სიძუნწე შესაძლოა, მომავალში დაბრკოლებად აისახოს.

ტყუპები

დღის მთავარი თემა პირადი ურთიერთობებია. სასურველია საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, აზრთა გაცვლა, როგორც რეალურ, ასევე სოციალური სივრცის საშუალებით. სასურველია ბუნებაში გასვლა.

კირჩხიბი

დაგროვილი უარყოფითი ენერგიისა და გადაღლილობის გამო, სასურველია ენერგეტიკული წმენდის ჩატარება. გადით ბუნებაში და დაისვენეთ.

ლომი

ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ნუ ჩაერევით კონფლიქტურ სიტუაციაში. დაისვენეთ და განიტვირთეთ.

ქალწული

ერიდეთ აგრესიულ ადამიანებს, ახლა უსიამოვნო, ნეგატიური ადამიანების გავლენა მეტად შესამჩნევი იქნება, სასარგებლოა საოჯახო საქმეებზე კონცენტრირება და განმარტოება.

სასწორი

შესაძლოა, გარკვეულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, პრობლემა შეგექმნათ, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების შედგენისა და კორექტირებისას. დაისვენეთ, წინ მნიშვნელოვანი კვირაა.

მორიელი

სასურველია, იზრუნოთ ემოციურ სტაბილურობაზე, თუ გაქვთ საშუალება, დაისვენეთ, შეეცადეთ, იურთიერთოთ გაწონასწორებულ მშვიდ ადამიანებთან, არ ჩაერიოთ კამათსა და გარჩევებში.

მშვილდოსანი

ნუ დაკარგავთ დროს სიზარმაცესა და ფუჭ საქმიანობაში. მობილიზდით, კარგი დროა ახალი ნაცნობების შესაძენად. იფიქრეთ ახალ იდეებსა და ძველის კორექტირებაზე.

თხის რქა

დღეს შესაძლოა, კომპლიმენტები მიიღოთ. მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფეროა პირად ურთიერთობებში. ეს პერიოდი ხელს არ უწყობს ახალ ნაცნობობასა და სიახლეებს.

მერწყული

მართალია, მოულოდნელი ხარვეზები, წყობიდან გამოგიყვანთ, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია. ნუ ისაუბრებთ სხვებთან თქვენს გეგმებზე.

თევზები

სასურველია, მოერიდოთ მნიშვნელოვან შენაძენს. ნუ დაარღვევთ მიცემულ სიტყვას და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე, შეასრულეთ დასახული ამოცანები და გაითვალისწინეთ, რომ ახლა იმპროვიზაციის დრო არ არის.