როგორი ნივთების შენახვა არ შეიძლება სამზარეულოს უჯრებში

უჯრა

სამზარეულოს უჯრა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ნებისმიერი დიასახლისისა და მზარეულისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად და როგორ განათავსებთ მას, ამაზეა დამოკიდებული თქვენი სამზარეულოს პრაქტიკულობა და ფუსფუსის სიამოვნება.

არსებობს ნივთები, რომელთა უჯრაში შენახვაც არ არის რეკომენდებული.

ბასრი ნივთები

ბასრი დანების და ნივთების სამზარეულოს უჯრაში შენახვა პოტენციურ უბედურ შემთხვევას ნიშნავს. ის უბრალოდ თავის დროს ელოდება. დანების შესანახი საუკეთესო ადგილი სამზარეულოში დანების ჩასადებია, რომელიც სამუშაო ზედაპირზე თავსდება. თუ მაინცდამაინც უჯრაში გიწევთ დანების შენახვა უკეთესი, იქნება თუ სპეციალურ ორგანაიზერს შეიძენთ.

მძიმე ჭურჭელი

მძიმე ჯამ-ჭურჭლის შესანახად სამზარეულოს უჯრა იდეალურ ადგილად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ასე არ არის. მართალია, წვდომა შესაძლოა მარტივად გქონდეთ, თუმცა სიმძიმემ ძალიან ადვილად შეიძლება დააზიანოს უჯრის მექანიზმი, ეს კი, გარდა ხარჯებისა, დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს. 

ნედლი და მალფუჭებადი პროდუქტი

სამზარეულო უჯრა ნამდვილად არ გამოდგება ნედლი და მალფუჭებადი პროდუქტის შესანახად, რადგან ის არ ნიავდება და ვერც ტემპერატურას გააკონტროლებთ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ უჯრა პრაქტიკულად, ეცადეთ, არ გადატვირთოთ, ასევე დაუფინოთ საფენები, რომ უჯრა არ გაჭუჭყიანდეს და ადვილად გაიწმინდოს. მოათავსეთ მხოლოდ ისეთი ნივთები, რომელიც, ზუსტად იცით, რომ არ გაფუჭდება.

არც წამლების შესანახად გამოდგება ეს ადგილი, რადგან, ტემპერატურის ცვალებადობიდან გამომდინარე, პრეპარატები  უსაფრთხოდ ვერ გექნებათ.

ასევე ნახეთ:

„გელოდებით… უშენოდ სულ არ გვინდა თამაში“ - მანანა ბერიკაშვილმა ძმას იუბილეს ულოცავს

როგორ მოქმედებს ადამიანზე მუდმივი კრიტიკა - რა უნდა გააკეთოთ, თუ ვინმე ნეგატიურ ენერგიას გიგზავნით

„შეწყვიტეთ ყველაფრის ანალიზი“ - როგორ გახდეთ ემოციურად მიმზიდველი მამაკაცისთვის