როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ბავშვებს სხვადასხვა ვირუსის შემთხვევაში და როდისაა საჭირო ანტიობიოტიკის მიღება

ვირუსი

ზამთარში გაცილებით მეტი დროის გატარება გვიწევს დახურულ სივრცეებში, რაც ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ვირუსები განსაკუთრებით დიდია ბავშვებში, რადგან მათ მეტად უჭირთ ჰიგიენური ნორმებისა თუ სხვა პრევენციული ღონისძიებების დაცვა.

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ასევე ვხვდებით სხვადასხვა ტიპის კორონავირუსებს, რომლებიც, ასევე, რესპირატორული ჩივილებით ვლინდება და მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. ცალკე უნდა გამოვყოთ ახალი კორონავირუსული ინფექცია, რომელიც კვლავ ცირკულირებს, კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარეობა როგორც სხვა რესპირატორული ინფექციები, თუმცა ბავშვებში ხშირად ახასიათებს ასევე დიარეა და მუცლის ტკივილი.

ნაწლავთა ვირუსული ინფექციები კვლავ აქტუალური რჩება ზამთრის პერიოდშიც, რომელსაც ახასიათებთ დიარეა მუცლის ტკივილი, მაღალი ცხელება.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სახლის პირობებში?

მაღალი ცხელების დროს აუცილებლად უნდა მიიღოს ბავშვმა სიცხის დამწევი, ცხვირით სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში დეკონგენსატები და ა.შ. აუცილებელია წვნიანები და სითხე. 

როდის არის მიზანშეწონილი ანტიბიოტიკების გამოყენება?

ვირუსული ინფექციები არ საჭიროებენ ანტიბიოტიკოთერაპიას, ინიშნება მხოლოდ მეორადი ბაქტერიული ინფექციებით გართულების შემთხვევაში.ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება დაუშვებელია, დანიშვნის აუცილებლობას წყვეტს მხოლოდ ექიმი.