ხანძარია თელავში - ძველი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე
1770657751
მკაცრი დიეტები და შაქრის სრული აკრძალვა ხშირად იწვევს სტრესს, შემდეგ კი ნერვიულობის გამო გადაჭარბებულ კვებას...
ტკბილეული ჩვენი საკვების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია - მის შემადგენლობაში შედის სიცოცხლისათვის აუცილებელი ნახშირწყლები.
გარდა ამისა, შაქარი უზრუნველყოფს „ბედნიერების ჰორმონის“ -სეროტონინის გამოყოფას. მაგრამ თუ ტკბილეულზე დამოკიდებული ხდებით, თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეექმნება.
როგორ მოიქცნენ ტკბილეულის მოყვარულები:
შეამცირეთ გლუკოზის მოხმარება და გადადით „ბუნებრივ“ დამატკბობლებზე: ფრუქტოზა ან ლაქტულოზა (დიდი რაოდენობით შეიცავს ხილი); ჩირი-მდიდარია უჯრედისით (განსაკუთრებით ლეღვისა და გარგარის), რკინით, მაგნიუმით. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვუის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისათვის (კალორიულობა: 100 გრამში - 240-270კკალ).
ეცადეთ დალიოთ ჩაი შაქრის გარეშე, ტკბილი გაზირებული სასმელების მაგივრად კი, მიირთვით მინერალური წყლები,- წერს ექიმი-ენდოკრინოლოგი ნათია ქათამაძე.