პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი „ტიკტოკერი“, 17 წლის ნიკა ღელაღუტაშვილი გვიმხელს, როგორ ვიშოვოთ თანხა „ტიკ-ტოკზე“.
თავად ნიკას, გასართობ პლატფორმაზე, 400 000-მდე გამომწერი ჰყავს. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავ გამომწერთან თანამშრომლობს. ამბობს, რომ თუ ამ საქმეს სერიოზულად შევხედავთ, დიდ თანხებსაც გამოვიმუშავებთ.
„კარანტინის დროს გადავწყვიტე „ტიკ-ტოკზე“ გააქტიურება. ვწერდი ვიდეოებს კოლექციებზე, გასართობ კონტენტს ვქმნიდი.
ამის შემდეგ, ბებიას ვიდეოს გადავუღე და ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ვიდეოს 400 000-მდე ნახვა ჰქონდა.
გადავწყვიტე, ბებოსთან გამეგრძელებინა ვიდეოების ჩაწერა. ძალიან მალე, ამ ყველაფერმა, სერიოზული სახე მიიღო. თავიდან ექსპრომტად ვუღებდი ვიდეოებს, შემდეგ უკვე ბევრი ბიზნესშემოთავაზება წამოვიდა.
სერიოზული სახე მიიღო. მასაც ძალიან სიამოვნებს ეს პროცესი. მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანი, სოციალურ ქსელს საკმაოდ სერიოზულად შეხედავს, ეს ყველაფერი ფინანსურ წყაროდ იქცევა. პატარა ოჯახური ბიზნესიც გამოდის, რომელშიც მე, ბებია და ჩემი და ვართ ჩართული. შემოსავალი შეიძლება 1 000 ლარიდან 6 000 ლარამდეც იყოს თვეში. მთავარი მონდომებაა“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ნიკა.
ასევე ნახეთ: