პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმი“, გაგაცნობთ 17 წლის ნიკა ღელაღუტაშვილს, რომელსაც „ტიკ-ტოკზე“ 400 000-მდე გამომწერი ჰყავს.
ნიკა, დიდი პოპულარობით სარგებლობს და არაერთი შემოთავაზება აქვს უცხოეთიდან. ახლა უკვე მას ქართულ სერიალშიც იღებენ.
განათლებაზე და კარიერაზე ის თავად გვიამბობს:
„ამ წამს, ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულია, ჩემი პროფესიის განხრით წავიდე - კინო სამსახიობო ფაკულტეტზე ვაპირებ ჩაბარებას ამერიკაში.
დღეში 500-მდე მესიჯს ვიღებ ბავშვებისგან, თუ როგორ შეუძლიათ კარიერული განხრით წინ წავიდნენ.
ერთი კვირის წინ, მომივიდა მოწვევა, დისნეის პროგრამიდან და ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევაა, გამოცდის ჩაბარება და მოცემულ პროგრამაში მოხვედრა, ასევე, ჩემი ყველაზე დიდი მიზანია გამოცდის ჩაბარება, კარგი ქულის აღება და დაფინანსების მოპოვება, რომელიც ძალიან კარგად აისახება ჩემს კარიერაზე.
სამი წელია, ვცდილობ დავიმკვიდრო ჩემი ადგილი კინო სამსახიობო განხრით. შევძელი, კარგი აგენტის დახმარებით, მოვხვედრილიყავი ჰოლივუდურ ონლაინ კასტინგზე, როგორიცაა "ნეტფლიქსი", "ამაზონ პრაიმი" და ა.შ უკვე, ორ მასიურ სცენაში მაქვს როლი ამერიკულ სერიალში.
დღეს „კავეა+“ იღებს ქართულ სერიალს „ცვალებად ნიშნებს“, სადაც ვიღებ მონაწილეობას და მაქვს საკმაოდ საინტერესო როლი. რეჟისორი სოსო ბლიაძეა, სანდრო სამხარაძესთან ერთად ვთამაშობ, რომელიც ცნობილია ხელოვნური სუნთქვიდან, ჩემი პირველი როლია სადაც პერსონაჟი ვარ. ამ სერიალს, ძალიან ელოდება ჩემი აუდიტორია, რადგან აინტერესებთ ჩემი პირველი როლი, სადაც პერსონაჟი ვიქნები.
მინდა წარმატების ფორმულაზე გავამახვილო ყურადღება.
ძალიან დიდი შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. არ უსმინოთ სხვა ადამიანებს და არასოდეს დანებდეთ.
ძალიან ბევრი კრახი გამომიცდია ქართულ კასტინგებზე, უთქვამთ, საერთოდ შეეშვი ამ პროფესიას, არ გამოდისო, მაგრამ არ დავნებდი. ახლა 100-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობ, მაქვს ხანგრძლივი ხელშეკრულებები და ძალიან ვამაყობ ამით, რადგან, ეს არის ჩემი მუდმივი შემოსავლის წყარო. კარანტინის დროს გადავწყვიტე „ტიკ-ტოკზე“ გააქტიურება. ვწერდი ვიდეოებს კოლექციებზე, გასართობ კონტენტს ვქმნიდი.
ჩემი მთავარი მიზანი და ოცნება კინო მსახიობობაა, რომელსაც ბევრი შრომის შედეგად აუცილებლად მივაღწევ. ძალიან ბევრს ვშრომობ“,- ამბობს ნიკა „პრაიმტაიმთან“